ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeDecoratingტერმინი - დიასპორა

ტერმინი – დიასპორა

დიასპორა (ბერძნ. διασπορά – „გაბნევა“) — დიასპორას იწვევს იძულებითი გადასახლება, გენოციდის საფრთხე, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების ზემოქმედება. თავდაპირველად ტერმინ „დიასპორას“ იყენებდნენ პალესტინის გარეთ მცხოვრები ებრაელების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამშობლოდან განდევნეს ჯერ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ (ძვ.წ. VI ს.), შემდეგ რომაელებმა ახ.წ. I-II სს-ში. შემდგომში იგი გავრცელდა სხვა ეთნიკური (მაგ. სომხები, ირლანდიელები, ჩინელები) და რელიგიური (მაგ. პირველი ქრისტიანები) ერთობების მიმართაც.

თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში ცნება „დიასპორა“ აღნიშნავს ეთნიკური უმცირესობის ჯგუფს, რომელიც გადასახლდა, ცხოვრობს და მოღვაწეობს მიმღებ ქვეყანაში, ამასთან აქვს ძლიერი სენტიმენტალური და მატერიალური კავშირები წარმოშობის ქვეყანასთან. დიაპორის პრობლემა წარმოადგენს საშინაო პოლიტიკის ობიექტს და საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტს, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემაკავშირებული ძაფია.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments