ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსაზოგადოებაერდოღანი ლოზანის ხელშეკრულების გადახედვის ინიციატივით გამოდის

ერდოღანი ლოზანის ხელშეკრულების გადახედვის ინიციატივით გამოდის

თურქეთის პრეზიდენტი 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულების გადახედვის ინიციატივით გამოდის. საბერძნეთში ისტორიული ვიზიტით მყოფმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის დასავლეთ თრაკიის რეგიონში მცხოვრები თურქების პირობებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

ერდოღანის თქმით, აღნიშნული მიზეზების გამო, ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს.

„დასავლეთ თრაკიაში მუსლიმებს საკუთარი თემიდან მუფთის არჩევის საშუალებაც კი არ აქვთ. მსგავსი რამ თურქეთში პატრიარქატთან მიმართებით არ ხდება. თურქეთში ბერძნული წარმოშობის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. ამის მიუხედავად, დასავლეთ თრაკიაში სიტყვა „თურქის“ დაწერაც კი არ არის დაშვებული“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ლოზანის ხელშეკრულება საბერძნეთსა და თურქეთს შორის საზღვრებს ადგენს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments