ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeყველა სიახლედიდთოვლობა ევროპაში

დიდთოვლობა ევროპაში

დიდთოვლობის და ქარბუქის გამო ევროპის არაერთი რეგიონი პარალიზებულია. საფრანგეთის ჩრდილოეთში ამინდმა სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ქვეყნის 32 დეპარტამენტში საფრთხის ფორთოხლისფერი დონე გამოცხადდა. ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევს. 120 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება გაზრდილია ალპებში. ბელგიაში კი  გზებზე ჯამურად 1200 კილომეტრის სიგრძის საცობები წარმოიქმნა. ქვეყნის მასშტაბით 10 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდა. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტიდან ათობით რეისი გადაიდო.

ასობით ავიარეისი გაუქმდა ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში. ეინდჰოვენის აეროპორტი კი მთლიანად დაიხურა. ხელისუფლება მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ნიდერლანდების ზოგიერთ რეგიონში უახლოესი დღე-ღამის განმავლობაში 30 სანტიმეტრი სიმაღლის ნალექის მოსვლას ვარაუდობენ.

დიდ ბრიტანეთში კი დიდთოვლობამ ბავშვები გაახარა. გზების მოყინვის გამო ინგლისსა და უელსში ასობით სკოლა დაიხურა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments