ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeდიასპორის ხმანატო ბეჟანიშვილის 10 არგუმენტი თუ რატომ უნდა იყვნენ ემიგრანტები ხელისუფლებაში

ნატო ბეჟანიშვილის 10 არგუმენტი თუ რატომ უნდა იყვნენ ემიგრანტები ხელისუფლებაში

 ,, საქართველოს წინსვლა და აყვავება გინდათ 2018წელში?  – მაშინ მთვარობა ემიგრანტებისგან უნდა დაკომპლექტდეს ! “- წერს სოციალურ ქსელში საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ნატო ბეჟანიშვილი და ათ არგუმენტსაც სთავაზობს საზოგადოებას :

1. მოხუცს რომ კარგად  მოუარონ და აცოცხლონ, ყველა ემიგრანტს  გენეტიკურ კოდად ექცა-ამიტომ ასაკოვან საქართველოს მივხედავთ.

2. ვინც ემიგრაციაში ბავშვებს უვლის ვიდეო თვალის ფონზე შიშნარევი სიყვარულით ისეთ აღმზრდელებად იქცნენ, რომ თან გადაყვებიან მომავალ თაობას.

3. მთელი ევროპა და ამერიკა ქართველმა ქალმა დაასუფთავა გენერალურად  და  გავაწკრიალებთ საქართველოსაც.

4. მსოფლიო სამზარეულოც შევისწავლეთ და კარგი ჭამა-სმა გარანტირებული გექნება ქართველო ერო.

5. მთელი ემიგრაციის  წლები  უსაბუთობის გამო პოლიციის  შიშით გვაქვს გატარებული. ეს შიში ასე ადვილად არ დაგვავიწყდება და პოლიცია თავის სასამართლო -პროკურატურით დამოუკიდებელი იქნება.

6. მსოფლიო დედაქალაქებში უმაღლესად გარემონტებულ აპარტამენტებში(რა თქმა უნდა ბებიების) ხალხს სოფელი გადაექცა ნატვრად, ამიტომ სოფელს ავაღორძინებთ.

7. ვინ და ჩვენ, ყველაზე კარგად გავიგეთ რა ყოფილა სიბერე. ჩვენ ხომ ვირტუალურად დავბერდით, ჩვენი ბებიების ცხოვრებით რომ ვცხოვრობთ ამდენი წელი, ამიტომ ყველას ღირსეულ პენსიას მივცემთ.

8. ამდენი წელი ემიგრაციაში ნათესავებმა დაგვივიწყეს, ბანდეროლზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სკაიპშიც არ გვირეკავენ უფასოდ. მაგათ ვაჩვენებთ სეირს -არც ერთ ნათესავს არ დავნიშნავთ კარგ თანამდებობაზე ნეპოტიზმის კუთხით.

9.ჩვენ მივხვდით , რომ დიპლომი ფარატინა  ქაღალდია და დავამხობთ  კერპს -უმაღლეს დამთავრებულზე  რომ არსებოს. კარგი სპეციალისტები ხომ ქვეყნის საყრდენია და ახალგაზრდებს ამ კუთხით მივცემთ განათლებას.

10.  იმასაც მივხვდით , რომ ვერც ერთი ერი ვერ გვჯობია და არც ერთი ქვეყანა არაა საქართველოზე ლამაზი. სიყვარულით, თავდადებული შრომით, ერთგულებით და გვერდში დგომით ყველაფერს შევძლებთ.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments