ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeიტალიაიტალიაში მიგრანტის მკვლელობის გამო აქციები მესამე დღეა არ წყდება

იტალიაში მიგრანტის მკვლელობის გამო აქციები მესამე დღეა არ წყდება

იტალიის ქალაქ მაჩერატაში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია მესამე დღეა, იმართება. ასობით მოქალაქე ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას აპროტესტებს.

აქციის ორგანიზატორმა ფრანჩესკო პიობიჩმა რამდენიმე საათის წინ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს მანიფესტაცია არის გაფრთხილება ყველა იმ ადამიანის მისამართით, ვინც რელიგიური და ეთნიკური ნიშნით მოქალაქეების დისკრიმინაციას ახდენს.

ერთი კვირის წინ ქალაქ მაჩერატაში 28 წლის იტალიელი მამაკაცი, ლუკა ტრაინი რამდენიმე ნიგერიელ მიგრანტს თავს დაესხა. ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, 6 კი დაჭრა.

ტრაინი დაკავებულია. მას ბრალი უკვე წაუყენეს. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა ბრალდებულმა ეთნიკურ ნიადაგზე ჩაიდინა. ტრაინი სეპარატისტული, ულტრამემარჯვენე პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ წევრია.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments