ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeყველა სიახლეგერმანიიდან საქართველოს 52 მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან საქართველოს 52 მოქალაქე გამოაძევეს

ვიზალიბერალიზაციის ნორმების დარღვევის გამო, გერმანიიდან საქართველოს 52 მოქალაქე გამოაძევეს.

სპეციალური რეისით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა.

არალეგალი მიგრანტების უმეტესობა კომენტარს არ აკეთებდს. არ არის გამორიცხული დეპორტაციის მორიგი ტალღა აპრილში განხორციელდეს.

15 მარტს უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

თებერვლის მონაცემებით, რეადმისიის საშუალებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში აბრუნებენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. წყარო imedi.ge

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments