ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeთურქეთიქართული აღდგომა თურქეთის ციხეში

ქართული აღდგომა თურქეთის ციხეში

თურქეთის ციხეში ქართველი პატიმრები სააღდგომო ნობათს მიიღებენ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრები: პასკები, წითელი კვერცხები, სანთლები და ქართულენოვანი წიგნები გაგზავნა.  

სააღდგომო კვერცხები თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება.  წიგნებით უწყებას  წიგნების მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსი“ დაეხმარა.

თურქეთის დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის რელიგიურ დღესასწაულებზე შესაბამისი ამანათების გაგზავნის შესახებ შეთანხმებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2016 წლის დეკემბერში, თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწია. თურქეთის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე მინისტრმა თურქულ მხარეს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების პირობების გაუმჯობესება, მათთვის საქართველოდან ქართულენოვანი წიგნების, საეკლესიო ნივთებისა და სადღესასწაულო კერძების მიწოდების უზრუნველყოფა სთხოვა, რაც თურქულმა მხარემ გაიზიარა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ულოცავს თურქეთში და ყველა სხვა ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო თურქეთში  მყოფი საქართველოს მოქალაქე ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სააღდგომო ამანათს  მესამე წელია აგზავნის.

ავტორი: ნიუპრესი

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments