Monday, February 23, 2026
Google search engine
Homeსაზოგადოებაბელგიურმა ტელევიზიამ გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა (ინტერვიუ)

ბელგიურმა ტელევიზიამ გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა (ინტერვიუ)

ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიურმა ტელევიზიამ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. გიორგის, ჟურნალისტებმა “გენტში” ადაპტირებაზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დაუსვეს კითხვები, რაზეც  ჩაკვეტაძემ ვრცლად ისაუბრა.

ბელგიურ მედიაში დღემდე იწერება, რომ “გენტმა” ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის გრანდ მიუნხენის “ბაიერნს” ცხვირწინ ააცალა. ამ საქმის ახალ დეტალს გერმანული ინტერნეტპორტალი fusballtransfers.com და T-online.de აქვეყნებენ: ჩაკვეტაძეს “ბაიერნში” კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი იწვევდა, რომელიც ბოლო დროს მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მონდომებით ეძებს ახალგაზრდა ტალანტებს. ხსენებული საიტები წერენ, თითქოს, ქართულ კლუბს 6 მილიონი ევროც შესთავაზეს, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული მცდელობა იყო – ქართველი ტოპ-ტალანტი “გენტმა” წაიყვანაო.

საინტერესო ცნობას წავაწყდით “ტრანსფერმარკტზეც”: გერმანულ სამენეჯერო ინტერნეტგამოცემაში მითითებულია, რომ ქართველი ფეხბურთელი ბელგიურმა კლუბმა 1,5 მილიონ ევროდ შეიძინა. ამის ფონზე “ტრანსფერმარკტის” შეფასება მაინც არ შეცვლილა – ჩაკვეტაძის ტრანსფერის გრაფაში მაინც 750 ათასი ევრო წერია. გაუგებარია, მაგრამ ფაქტია. არადა, თავად ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელი ორჯერ უფრო ძვირად გაიყიდა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments