ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeკულტურასაქართველოს საელჩოს ორგანიზებით, შვედეთში ქართველი მხატვრებისა და პოეტების მონაწილეობით ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, შვედეთში ქართველი მხატვრებისა და პოეტების მონაწილეობით ღონისძიებები გაიმართა

საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის ინფორმაციით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში, შვედეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართველი მხატვრებისა და პოეტების მონაწილეობით ღონისძიებები გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტოკჰოლმის კულტურის სახლში ლიტერატურული ფესტივალი და წიგნის გამოფენა-ბაზრობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვედეთში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა პოეტმა და პერფორმანს არტისტმა ზურაბ რთველიაშვილმა. ზურაბ რთველიაშვილის გამოსვლას სტოკჰოლმის ლიტერატურულ ფესტივალზე საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე დაესწრო.

ღონისძიებების ფარგლებში, გალერეა Bellange-ში ცნობილი ქართველი მხატვრის ოთარ იმერლიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა გახსნა საქართველოს ელჩმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გამოფენის გახსნას დაესწრო თავად მხატვარი ოთარ იმერლიშვილი, სტოკჰოლმის დიპლომტიური კორპუსის წევრები, შვედეთის კულტურული და აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ასევე, გალერეა Bellange-ში ქართული საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმში მოქმედმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ნერგები“, რომელსაც ლელა კუხიანიძე ხელმძღვანელობს. ღონისძიებას საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე და პირველი მდივანი ვალერიან ბოდაველი ესწრებოდნენ.

სტოკჰოლმში ასევე გაიმართა დამოუკიდებელი ხელოვნების გამოფენა-ბაზრობა Supermarket Art Fair. გამოფენა ბაზრობაზე საქართველოდან მიწვეული იყო ხელოვანთა კოლექტივი InChina. წარმოდგენილი იქნა ექვსი თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “Big Shop, Freak Show InChina”. ქართველი მხატვრების გამოფენის ორგანიზება Supermarket Art Fair-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments