ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeეკონომიკაNy.Eater-ი ნიუ-იორკში აჭარული ხაჭაპურის პოპულარობის შესახებ წერს

Ny.Eater-ი ნიუ-იორკში აჭარული ხაჭაპურის პოპულარობის შესახებ წერს

საქართველოს ნაციონალური კერძი “ხაჭაპური” ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა.

Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა “პიცის ჰიბრიდს” უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი.

გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს ქვეყნის ეკონომიკის საზომადაც კი იყენებენ (საუბარია ე.წ. ხაჭაპურის ინდექსზე), თუმცა ეს კერძი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მხოლოდ 21-ე საუკუნეში გახდა.

Ny.eater-ის თანახმად, ხაჭაპურის პიკი 2014 წელს, სოჭში გამართული ოლიმპიური თამაშების დროს იყო, როდესაც რუსეთში დაახლოებით 175 000 ცალი გაიყიდა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments