ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeდიასპორის ხმაგანცხადებასაქართველოს მოქალაქეებისათვის საყურადღებო ინფორმაცია შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს მოქალაქეებისათვის საყურადღებო ინფორმაცია შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით შენგენის ზონის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებსგულისხმობს, კერძოდ – 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. შენგენის ქვეყნებში უწყვეტად 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ უნდადატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) გასვლის შემდეგ.

 მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული,ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები,  მოკლევადიანი  სასწავლო  და გაცვლითი პროგრამები /ტრენინგი,  კურსები,  კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში  მონაწილეობა და  სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტისხანგრძლივობა არ  უნდა  აღემატებოდეს  90 დღეს.უვიზო რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ანსხვა მიზნით. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ამჟამად არ განიხილება, თუმცა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევისა და თავშესაფრის პროცედურებით ბოროტადსარგებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს საკითხი წამოიჭრას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაშიგასამგზავრებლად და არ გამოიყენონ თავშესაფრის პროცედურები არაკანონიერი მიზნებისთვის.  საქართველომ რთული და გრძელი გზა გაიარა, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება მოეპოვებინათ. ეს საერთო მონაპოვარია, რომელსაც ერთად უნდა გავუფრთხილდეთ”.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments