ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeქართველები მსოფლიოშიბოლო 4 თვეში შენგენის ზონიდან საქართველოს 1 260 მოქალაქე დაადეპორტეს.

ბოლო 4 თვეში შენგენის ზონიდან საქართველოს 1 260 მოქალაქე დაადეპორტეს.

მიმდინარე წელს, 4 თვის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1 260 მოქალაქე დაექვემდებარა.

ინტერპრესნიუსის” მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, რეადმისიის მოთხოვნით მიღებულია 1290 განაცხადი, აქედან 1260-ს თანხმობა ეთქვა, 30-ს (2,3%) – უარი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 854 მოქალაქე საქართველოში რეადმისირებული იყო გერმანიიდან. შემდეგ მოდიან საფრანგეთი (105), ჰოლანდია (102), ავსტრია (88), შვედეთი (29), საბერძნეთი (21).

აღსანიშნავია რომ რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე ანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების ,საქართველოში რეადმისირების ხარჯები ანაზღაურებულ იქნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments