ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსაზოგადოებაქვეყნებს რომელებიც საკუთარ მოქალაქეებს არ დაიბრუნებენ ევროკავშირის ვიზები შეეზღუდებათ.

ქვეყნებს რომელებიც საკუთარ მოქალაქეებს არ დაიბრუნებენ ევროკავშირის ვიზები შეეზღუდებათ.

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, შეზღუდონ ვიზები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე, ვისაც ევროპაში თავშესაფრის უფლება არ აქვს. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.

ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბანგლადეში და ნიგერია, ხშირად თავის მოქალაქეებს არ აბრუნებენ. ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერები ორდღიან სამიტზე ბრიუსელში შეთანხმდნენ, გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი, მათ შორის სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებისადმი – წერს “როიტერი”. “ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ვიზები მათ დასარწმუნებლად, რომ დაბრუნდნენ”, – განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი მიმართული იქნება ამ ქვეყნების მმართველი ელიტისადმი, რადგან მათ შეუძლიათ მისცენ თავს უფლება ევროპაში გაემგზავრონ.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments