ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსაზოგადოებასაფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის დედა საელჩოს საკონსულოსაგან ყურადღების მიქცევას ითხოვს

საფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის დედა საელჩოს საკონსულოსაგან ყურადღების მიქცევას ითხოვს

საფრანგეთში სპეცოპერაციის დროს დაკავებული მსახიობი და მომღერალი კაბუ უკვე ორი თვეა სასამართლოს სხდომის ჩატარებას ელოდება.

კახა აბუაშვილის დედა ჰყვება, რომ პროცესი მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო ჭიანურდება, რის გამოც საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. „ჯერ ერთი თვე ვერ ვპოულობდით სად იყო. ჩვენ მივედით საელჩოში, დავწერეთ განცხადება, მაგრამ ვინ მიაკითხა? ამ დრომდე არავინ მიაკითხა,“ – ამბობს ცირა აბუაშვილი.

კაბუს გამოძიება ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება, რასაც დაკავებული არ აღიარებს. მსახიობის დედა ამბობს, რომ მისი შვილი საფრანგეთში სამკურნალოდ იყო წასული.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments