ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeქართველები მსოფლიოშიდიასპორული ცენტრებიელგუჯა მინაძის აზრით ქართული ემიგრაციის დაქსაქსვას ხელი სახელმწიფომ შეუწყო

ელგუჯა მინაძის აზრით ქართული ემიგრაციის დაქსაქსვას ხელი სახელმწიფომ შეუწყო

საბერძნეთში ქალაქ თესალონიკში მოღვაწე  ქართველმა ბიზნესმენმა,დიასპორული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა და თესალონიკში დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა მინაძემ საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა მიგრაციის მარშრუტებში თემაზე ,,ახალი ბიზნეს-პლატფორმა დიასპორელი მეწარმეებისთვის” მიიღო მონაწილეობა და განაცხადა რომ : ,,სახელმწიფომ ხელი შეუწყო ქართული ემიგრაციის დაქსაქსვას, ეს უნდა ითქვას აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ყოველთვის უნდა ვისაუბროთ ამაზე, ქართულმა ხელისუფლება ძალიან ცუდი ნაბიჯები გადადგა იმასთან დაკავშირებით რომ დაქსაქსა ქართული ემიგრაცია და ყოველთვის გვაბრალებდა ჩვენ რომ ჩვენ ვქმნიდით ამ ვითარებას “- ელგუჯა მინაძე მიიჩნევს რომ წარსულმა წლებმა და გამოცდილებამ აჩვენა რომ არც ერთი ძლიერი ქართული დიასპორული ორგანიზაცია არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში და ის ამ ვითარებას პრობლემად მიიჩნევს,  ვინაიდან მისი მოსაზრებით ბევრი და მრავალმხრივი საქმიანობის წარმართვა შეიძლებოდა და ახლა უკვე დიდი დროა დაკარგული.  მისი მოსაზრებით წლების გასვლასთან ერთად დიასპორაში არა ერთი ადამიანი მოძლიერდა ეკონომიკურად ყოველგვარი დახმარების გარეშე  და ის ვარაუდობს რომ მათ უკვე აღარ მოუნდებათ სათვისტომოს ერთ პატარა ორგანიზაციებში გაერთიანება. ელგუჯა მინაძის აზრით ქართული დიასპორის განვითარება ეკონომიკური სიძლიერის გარეშე შეუძლებელია და ახლა სწორედ ეს უნდა იყოს დიასპორასთან მიმართებაში სახელმწიფოს პრიორიტეტი. 

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments