ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeევროკავშირიევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ელექტრონული ავტორიზაციის გავლა 7 ევრო ხდება

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ელექტრონული ავტორიზაციის გავლა 7 ევრო ხდება

ევროპარლამენტმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ელექტრონული ფასიანი ავტორიზაციის დაწესებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპის სამგზავრო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) 2021 წლიდან ამოქმედდება.

ახალი რეგულაციის თანახმად, ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 7 ევროს შეადგენს. აღნიშნული ავტორიზაცია უფასო იქნება 18 წლამდე ასაკისა და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის. ელექტრონული ავტორიზაცია მოქმედი იქნება მიღებიდან 3 წლის განმავლობაში.

აპლიკანტმა ავტორიზაციის გავლისას პერსონალური ინფორმაციის გარდა უნდა მიუთითოს ინფორმაცია ბოლო ათი წლის განმავლობაში წარსულში ნასამართლეობის, ომის ან კონფლიქტის ზონაში ყოფნის და წარსულში მასთან მიმართებაში ადმინისტრატიული გადაწყვეტილებების შესახებ, რომლითაც მას ამა თუ იმ ქვეყნის დატოვება მოეთხოვებოდა.

შემდეგ ეტაპზე აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments