ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeდიასპორის ხმაგანცხადებადავით ბაქრაძის განცხადებით ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ დეპორტის,როდესაც გაჭირვების გამო მიდიან საქართველოდან

დავით ბაქრაძის განცხადებით ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ დეპორტის,როდესაც გაჭირვების გამო მიდიან საქართველოდან

„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.დავით ბაქრაძემ, დეოკუპაციის თემასთან ერთად, მისთვის პრიორიტეტად ემიგრანტები დაასახელა. „ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ყველა ვიზიტზე უცხოეთში, ყველა შეხვედრაზე მეგობარი სახელწიფოს მეთაურებთან, დავაყენო საკითხი, რომ გაიხსნას იქ მომუშავე ქართველებისთვის სამუშაო ბაზარი და სამშობლოში დაბრუნებამდე, ადამიანებს ქონდეთ ლეგალური სამუშაო, ადამიანებს ქონდეთ გარანტირებული ხელფასი, დაზღვევა და არ ეშინოდეთ დეპორტის, მაშინ, როდესაც გაჭირვების გამო მიდიან საქართველოდან. საპარლამენტო გუნდთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პენსიის გაზრდა, ეკონომიკური კეთილდღეობა და სოციალური საკითხები,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments