ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსაზოგადოებასაქართველოში ახალი სოციალური დახმარება დაიწყო კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის

საქართველოში ახალი სოციალური დახმარება დაიწყო კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებას ისახავს მიზნად. დახმარება ითვალისწინებს პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას. საჭიროების შემთხვევაში​ დახმარების მისაღებად ოჯახმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

გადაუდებელი პირველადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 800 000 ლარით.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments