ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeპოლიტიკანიკოლოზ მჟავანაძის შეფასებით ქართველი ქალის უცხოელზე გათხოვება ქვეყნის ღალატია

ნიკოლოზ მჟავანაძის შეფასებით ქართველი ქალის უცხოელზე გათხოვება ქვეყნის ღალატია

ნიკოლოზ მჟავანაძის შეფასებით ქართველი ქალის უცხოელზე გათხოვება ქვეყნის ღალატია და ამ საკითხს სათანადო ყურადღება ჭირდება, ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილმა ექსპერტი გააკრიტიკა და მისი მოსაზრება მიუღებლად მიიჩნია, მეორე ნაწილმა ეს განცხადება იუმორით შეაფასა, ნაწილი მომხმარებლების კი – დაეთანხმა. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: „ყოველ წელს დინამიურად იზრდება იმ ქართველი ქალების რიცხვი, რომლებიც თურქეთის მოქალაქეებზე ქორწინდებიან. მაგალითად, 2017 წელს 750 ქართველი ქალი გათხოვდა თურქეთის მოქალაქეებზე. მე პირადად, ეს მიმაჩნია ქვეყნის ღალატად. მე ორი გოგონა მყავს და გული გამისკდება, ჩემი შვილები თურქს ან ირანელს რომ გაჰყვნენ ცოლად და არა ქართველს. მე ჩემს შვილებს იმიტომ ვზრდი, რომ ქვეყანას გაუზარდონ შვილები და ეს შვილები ქართველები იყვნენ, რადგან ჩვენ ისედაც მცირე ერი ვართ. ერთ-ერთ დებატებში მითხრეს, რომ ეს არის ქსენოფობია. ქსენოფობია რატომ? ებრაელს, თურქს რა არ უნდა რომ მისი შვილი თავისივე ეროვნების მამაკაცს გაჰყვეს ცოლად? წარმოიდგინეთ, ქართველი ქალი რომელიც თურქს ან ირანელს გაჰყვება, ის ხომ დაკარგულია ჩვენთვის, ის ამრავლებს თურქს და ირანელს. ეს ქსენოფობია კი არა, პატრიოტიზმია. პატრიოტიზმიც ქსენოფობიად ესმით.

რომ გავივლი-ხოლმე ქუჩაში, რუსთაველზე, ვხედავ ახალგაზრდა ქართველ გოგოებს ირანელებთან და თურქებთან ერთად. ყველას თავისი უფლება აქვს, ვერავის ვერაფერს აუკრძალავ, მაგრამ მშობლები არა ჰყავთ? სად გაიზარდნენ. ასე ყველა ქართველი ქალი თუ მიეყიდა უცხოურ დოლარებს, ვიღამ უნდა გაამრავლოს ქართველი ერი. 3 მილიონიც აღარ დავრჩით ქართველები. ეს აღზრდის პრობლემაც არის. რომ იძახიან ხუმრობით, ქართველობას ვკარგავთო, დიახ, ქართველობას ვკარგავთ. როდესაც ქართველი ქალი უცხოელს გაჰყვება, ქართველი კაცი ოჯახს არ შექმნის, დავკარგავთ ქართველობას. მეუფე შიომაც ბრძანა, პირველ რიგში შენი ქვეყნის მონა უნდა იყო და შენი ქვეყნისთვის დაიხარჯო და არა ისე, დღეს რომ ასწავლიან მშობლები შვილებს, ფული იშოვეო. “დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი.” ილიას უნივერსიტეტს შეხედეთ, მანდ ზრდიან ახალგაზრდებს ისე, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და ჩვენ ამას ვაფინანსებთ,” – აცხადებს ნიკა მჟავანაძე.

 

 

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments