ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeევროკავშირიავსტრია ევროკავშირს უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად შეიარაღებული ძალების გამოყენებას სთავაზობს

ავსტრია ევროკავშირს უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად შეიარაღებული ძალების გამოყენებას სთავაზობს

უკანონო მიგრაციისგან საზღვრების დასაცავად, ავსტრიის ხელისუფლებამ ევროკავშირს შეიარაღებული ძალების გამოყენება შესთავაზა. ავსტრიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის სამსახურებს დაეხმარებიან. ავსტრიის თავდაცვის მინისტრის, მარიო კუნასეკის განცხადებით, გეგმა ავსტრიის წარსულ გამოცდილებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სამხედროები პოლიციის კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ.

ავსტრია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციული წესით ექვსი თვით ხელმძღვანელობს, 2015 წლის მსგავსი კრიზისის გამეორებას ეწინაღმდეგება. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა საზღვრები ეფექტიანად უნდა დაიცვას.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments