ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeევროკავშირიქართველმა კრიმინალებმა იტალიის ვიცე-პრემიერის შსს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდეს

ქართველმა კრიმინალებმა იტალიის ვიცე-პრემიერის შსს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდეს

ხუთმა  ქართველმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური Corriere della Sera ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, საქართველოს ხუთმა მოქალაქემ აგვისტოში მილანში რამდენიმე ბინა გაქურდა. მათ შორის არის იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის მშობლების სახლიც.

როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა სალვინის მშობლების სახლში 14-15 აგვისტოს ღამით შეაღწიეს.

ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა, როდესაც ისინი მილანის დატოვებას გეგმავდნენ. პოლიციელებმა მოპარული ნივთების ნაწილი იპოვეს, თუმცა მათი თქმით, ნაქურდალის უმეტესობა ბრალდებულებმა სავარაუდოდ, იტალიიდან უკვე გაიტანეს.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო უახლოეს ხანში იმსჯელებს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments