ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსახელმწიფომთავრობაემიგრანტებთან მიმართებაში დისკრიმინაციული ფასის მქონე საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა

ემიგრანტებთან მიმართებაში დისკრიმინაციული ფასის მქონე საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა. საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი, 68-ე ადგილს.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ.Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებს მოგზაურობა გამარტივებული პროცედურებით 189 ქვეყანაში შეუძლიათ. პასპორტების ინდექსში წინა წლებში გერმანია ლიდერობდა. ხუთი პოზიციით საქართველოს პასპორტის სიძლიერე გაუმჯობესებულია კიდევ ერთი პორტალის, passportindex.org-ის მონაცემებითაც. საქართველო რეიტინგში ახლა მე-40 ადგილზეა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments