ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeდიასპორის ხმაგანცხადებაუკრაინის ქართული დიასპორის პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია იბერიას და მის ჟურნალისტებს

უკრაინის ქართული დიასპორის პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია იბერიას და მის ჟურნალისტებს

მსურს სოლიდარობა გამოვხატო ტელეკომპანია ,, იბერია ” – ს და ტელეკომპანიაში დასაქმებული თითოეული ჟურნალისტს მიმართ.

მიმაჩნია, რომ დემოკრატია არ არსებობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გარეშე და თუ სახელმწიფო ინსტიტუციები დაუფიქრებლად ხელყოფენ ამ სიკეთეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვერ მოიშორებს აქამდე ჯერ კიდევ არსებულ კითხვის ნიშნებს.

ტელეკომპანია ,, იბერია ” გამორჩეულია იმითაც, რომ მისი ეთერები ხშირად ეთმობა ქართველი ემიგრანტების და დიასპორის საკითხებს და ხშირად, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ ღია ეთერში.

მსურს, მოვუწოდო ხელისუფლებას, მეტი სიღრმისეული ანალიზი გააკეთონ ამ საკითხთან მიმართებით და გადადგან ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ტელეკომპანიის შეუფერხებლად მაუწყებლობას.

ნიკოლოზ გუგეშაშვილი

უკრაინაში ს/ო ,,ქართული დიასპორის” პრეზიდენტი.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments