ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსაქართველოს პრეზიდენტიპრეზიდენტი ანასტასიადი საქართველოში მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს მოაწერს ხელს

პრეზიდენტი ანასტასიადი საქართველოში მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს მოაწერს ხელს

კვიპროსის პრეზიდენტის  პირველი ისტორიული ვიზიტის ფარგლებში საქართველოში გამართავს ოფიცილაურ შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან,საქარტველოს პრემიერ მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან .

მოგვიანებით, ბატონი ანასტასიადისი გაემგზავრება გმირთა მოედანზე, სადაც გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

რესპუბლიკის პრეზიდენტი დაესწრება და მიესალმება ორი ქვეყნის პალატების მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმს.  სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ, ხელი მოეწერება რამდენიმე ხელშეკრულებას. ბატონი ანასტასიადისი ასევე შეხვდება საქართველოს პატრიარქს.

კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადესის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და კვიპროსს შორის რამდენიმე დოკუმენტის გაფორმება იგეგმება. საუბარია შეთანხმებებზე „საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, ასევე თანამშრომლობაზე სოფლის მეურნეობის სფეროში.

ამასთან, ქვეყნებს შორის გაიმართება მოლაპარაკებები კიდევ ერთი დოკუმენტის ხელმოწერის მიზნით. საუბარია შეთანხმებაზე „ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელმისაწვდომობისა და გაგრძელების მიზნით უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ორმხრივი აკადემიური აღიარების შესახებ”.

 

დაგეგმილი პროგრამის თანახამად წასვლის წინ პრეზიდენტი შეხვდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კვირპოსის წარმომადგენლებს .პრეზიდენტი ანასტასიადისი ,18 აპრილის  კვიპროსში დაბრუნდება.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments