ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeევროკავშირიევროკავშირის მესაზღვრეები არაწევრი ქვეყნის საზღვარზე გამოჩნდნენ

ევროკავშირის მესაზღვრეები არაწევრი ქვეყნის საზღვარზე გამოჩნდნენ

 

ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები პირველად შეუდგნენ მუშაობას ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. 22 მაისიდან „ფრონტექსის“ მესაზღვრეები ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე გამოჩნდნენ. მოგვიანებით ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური მუშაობას ბალკანეთის მარშრუტის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრომოპულოსმა განაცხადა, ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურმა უფრო მჭიდროდ უნდა დააკავშიროს ბალკანეთის რეგიონი ევროკავშირთან. მისივე თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია მიგრაციის დარეგულირებისთვის.

ევროკავშირი ალბანეთს ასევე დაეხმარება ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლაში. თავის მხრივ, ალბანეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2019 წლის ივნისში დაიწყებს.

ალბანეთის გარდა, ევროპელი მესაზღვრეები უახლოეს ხანში გამოჩნდებიან ბოსნიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და სერბეთშიც. ყველა ეს სახელმწიფო ე.წ. ბალკანურ მარშრუტზე მდებარეობს, რომლითაც 2015-16 წლებშიც ევროკავშირში ათასობით არალეგალი მიგრანტი მოხვდა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments