ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeიტალიარომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა:,,საქართველოს ანარეკლი-მოდისა და კულტურის უძველესი ისტორია’’

რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა:,,საქართველოს ანარეკლი-მოდისა და კულტურის უძველესი ისტორია’’

 

2019 წლის 22 მაისს, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში, იტალიაში ახალგაზრდა ელჩის, ნენო გაბელიას და ფონდაციონე რომა საპიენცა-ს ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ქართულ ეროვნულ სამოსსა და საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებზე – ,,საქართველოს ანარეკლი-მოდისა და კულტურის უძველესი ისტორია’’.

კონფერენცია, საპიენცას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეუჯენიო გაუდიომ, ლა საპიენცას ფონდის პრეზიდენტმა ანტონელო ბიაჯინიმ და საქართველოს ელჩმა იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძემ გახსნეს. ელჩმა მისასალმებელ სიტყვაში ქართული ნაციონალური სამოსის თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, რექტორმა საქართველოს ელჩს უნივერსიტეტის ემბლემა და უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საიუბილეო წიგნები გადასცა. საქართველოს საელჩოს სახელით უნივერსიტეტის რექტორს კი ქართული ხელნაკეთი მინანქარი და სხვა საჩუქრები გადაეცა, მათ შორის თექის ოსტატების, დები ქოთილაიძეების მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის დამზადებული შავი თექის ნაბადი, რომელზეც ქართული ანბანი და „ლა საპიენცას “ემბლემა არის გამოსახული.

კონფერენცია მოიცავდა 5 სხვადასხვა პანელს და მონაწილეობას ღებულობდა არაერთი უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოდან. სპეციალურად 22 მაისისთვის ლა საპიენცა-ს უნივერსტეტში მოეწყო ქართული ეროვნული სამოსის კუთხე, და ქართული ღვინის კუთხე სადაც სტუმრებმა  ქართული ხვანჭკარა დააგემოვნეს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments