ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeიტალიავინ არის იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტი-საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ფაქტის შესახებ

ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტი-საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ფაქტის შესახებ

იტალიის ქალაქ გრადისკა დ’იზონცოში საქართველოს 20 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 14 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა ჩხუბი ძალის გამოყენებით შეაჩერეს და კონფლიქტის აქტიური მონაწილეები დააკავეს.

ციხეში 20 წლის ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქმეზე გამოძიება გორიციის პროვინციის პროკურატურამ დაიწყო. უახლოეს დღეებში ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

„საკონსულო ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გარდაიცვალა გულის შეტევით და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდართან  დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში და გარდაცვლილი პიროვნების პირადი მონაცემების გასაჯაროვებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments