ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeყველა სიახლესტამბოლში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

სტამბოლში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ინფორმაციას „სიენენ თურქი“ ავრცელებს.

ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მგზავრები ევაკუირებული არიან. მედიის ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.

თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.

ინციდენტის გამო, აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა და თვითმფრინავები სტამბოლის ახალ აეროპორტში გადაამისამართა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments