ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeევროკავშირისაქართველო აქტიურად განაგრძობს თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნათა გამოწვევა გადაჭრას

საქართველო აქტიურად განაგრძობს თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნათა გამოწვევა გადაჭრას

ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით საქართველო აქტიურად განაგრძობს თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნათა გამოწვევა გადაჭრას . შენგენის და შენგენის ასოცირებულ ქვეყნებში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს და მისი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს მოქალაქეების მიერ თითქმის 900 000 ვიზიტი განხორციელდა, – ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიშში, რომელის ქართული თარგმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2019 წლის განმავლობაში ევროკავშირის, შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მაღალი დარჩა.

„2018 და 2017 წლებში თავშესაფრის მოთხოვნათა მთლიან რაოდენობას აღემატებოდა და საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მომთხოვნი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი წამყვანია. საქართველო თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნათა გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევის პრაქტიკულად გადაჭრას განაგრძობს“, – ნათქვამია ანგარიშში.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments