Monday, February 23, 2026
Google search engine
Homeსაზოგადოებაკორონავირუსი და საქართველო-ქუთაისის აეროპორტიდან მილანიდან ჩაფრენილი გოგონა მაღალი სიცხის გამო კლინიკაში გადაიყვანეს

კორონავირუსი და საქართველო-ქუთაისის აეროპორტიდან მილანიდან ჩაფრენილი გოგონა მაღალი სიცხის გამო კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსულ ერთ-ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის კლინიკა „ელჯიდაკომპანიაში“ გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, 20 წლის გოგონას აეროპორტში ტემპერატურა 37,8 დაუფიქსირდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას ტემპერატურა 37,2 აღენიშნება.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, რა ტიპის ვირუსია, დადგენილი არ არის. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში კვლევისთვის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments