ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeBusiness Newsსაქართველოს ფოსტა ემიგრანტებს გზავნილებზე ახალ შეზღუდვებს უწესებს

საქართველოს ფოსტა ემიგრანტებს გზავნილებზე ახალ შეზღუდვებს უწესებს

„საქართველოს ფოსტა“ მოქალაქეებს აცნობებს, რომ 27 თებერვლიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია.

ამის შესახებ განცხადება „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე, ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია, დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში და ასევე მითითებულია, რომ მსგავს შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments