ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსახელმწიფომთავრობაროგორ დაბრუნდნენ სამშობლოში ჩარტერული რეისით საქართველოს მოქალაქეები ვარშავიდან

როგორ დაბრუნდნენ სამშობლოში ჩარტერული რეისით საქართველოს მოქალაქეები ვარშავიდან

როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ვარშავა-თბილისი სამშობლოში 171 ადამიანი მშვიდობით და ექსცესების გარეშე დაბრუნდა.

შეგახსენებთ რომ პრემიერ გახარიას მთავრობის გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება.

„მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 96 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5600-მდე ადამიანია განთავსებული“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments