ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeBusiness News2020 წლის ივნისში იტალიიდან საქართველოში დაახლოებით 26 მილიონის,ხოლო საბერძნეთიდან 19 მილიონი აშშ...

2020 წლის ივნისში იტალიიდან საქართველოში დაახლოებით 26 მილიონის,ხოლო საბერძნეთიდან 19 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხა გადაირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში იტალიიდან საქართველოში დაახლოებით 26 მილიონის,ხოლო საბერძნეთიდან 19 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხა გადაირიცხა. სართო ჯამში კი ქვეყანაში შესული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8 პროცენტით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში ერთი მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.

აღნიშნულ თვეში ყველაზე მსხვილი გადარიცხვები რუსეთიდან (32.57 მილიონი) და იტალიიდან დაფიქსირდება, მესამე ადგილზე კი აშშ-ია 20.04 მილიონი აშშ დოლარით.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments