ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსახელმწიფომთავრობარომიდან საქართველოში ჩასული 166 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

რომიდან საქართველოში ჩასული 166 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რომიდან სპეციალური რეისით სამშობლოში 166 ადამიანი დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 102 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 5627-მდე ადამიანია განთავსებული.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments