ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeქართველები მსოფლიოშიქართველი კალათბურთელი იტალიურ კლუბში ითამაშებს

ქართველი კალათბურთელი იტალიურ კლუბში ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კახა ჟღენტი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

20 წლის გამთამაშებელმა კონტრაქტი სერია ბ-ს კლუბთან, „ტალოს ბასკეტ რუვოსთან“ გააფორმა. ჟღენტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაშიც იტალიაში გამოდიოდა, თუმცა ტრავმის გამო 2 წელი გაუცდა. 2018 წელს საქართველოს 18-წლამდე ასაკის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, წელს კი 20-წლამდე გუნდში კონტინენტის პირველობის ბ-ე დივიზიონში უნდა გამოსულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო ტურნირი გადაიდო.

კახა ჟღენტი იტალიაში უახლოეს დღეებში გაემგზავრება და ახალ გუნდს შეუერთდება.

წყარო:imedinews. 14

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments