ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeიტალიამატეო სალვინს იმუნიტეტი აღარ იცავს, სენატმა სალვინი მიგრანტების საქმის გამო სასამართლოს გადასცა

მატეო სალვინს იმუნიტეტი აღარ იცავს, სენატმა სალვინი მიგრანტების საქმის გამო სასამართლოს გადასცა

იტალიის სენატმა ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენის ნებართვას მხარი დაუჭირა, რადგან მან გასული წლის აგვისტოში მიგრანტების გემი იტალიაში არ მიიღო.

მაშინ 100-ზე მეტი მიგრანტი 19 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ესპანელების სამაშველო გემზე იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან. სენატმა სალვინისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას 149 ხმით დაუჭირა მხარი 141-ის წინააღმდეგ, რაც სამართლებრივი დევნისთვის გზას ხსნის.

სალვინი აცხადებს, რომ არალეგალური მიგრაციის აღკვეთა იმ პერიოდში სამთავრობო პოლიტიკის ნაწილი იყო.„იტალიის დაცვა დანაშაული არ არის. მე ამით ვამაყობ და იმავეს ვიზამდი“, – აღნიშნა მატეო სალვინიმ.

სიცილიელი პროკურორები სალვინის უკანონო დაკავებაში ადანაშაულებენ, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სალვინის მსგავს საქმეში უკვე ედება ბრალი და სასამართლოს წინაშე წარსდგება.

წყარო: https://www.bbc.com

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments