Monday, February 23, 2026
Google search engine
Homeდიასპორის ხმაგანცხადებაბოლო რეგულაცია საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გამგზავრების შესახებ

ბოლო რეგულაცია საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გამგზავრების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო რეგულაციიით საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გამგზავრების შესახებ განმარტებულია რომ – საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება და ექვემდებარება ტესტირებას ან/და 14-დღიან თვითიზოლაციას, ან კარანტინის გავლას მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 8-დღიანი კარანტინის (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან) გავლა სავალდებულო წესით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments