Monday, February 23, 2026
Google search engine
Homeყველა სიახლეLIVE NEWSსაკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი საფრანგეთიდან დაბრუნებული 29 წლის მამაკაცია

საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი საფრანგეთიდან დაბრუნებული 29 წლის მამაკაცია

თელავის საკარანტინო სივრცეში 29 წლის კაცი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

“ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით”. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments