Monday, February 23, 2026
Google search engine
Homeყველა სიახლესაბერძნეთში დოკუმენტების განხილვის ცენტრში არალეგალ მიგრანტებს შორის დაპირისპირება სისხლის ღვრით დასრულდა

საბერძნეთში დოკუმენტების განხილვის ცენტრში არალეგალ მიგრანტებს შორის დაპირისპირება სისხლის ღვრით დასრულდა

საბერძნეთის პოლიციის მიერ დადასტურებული ინფორმაციით მალაკასას მიგრანტთა თავშესაფრის ცენტრში , სადაც არალეგალი მიგრანტები განაცხადების განხილვას და საბუთების მიღებას ელოდებიან დაახლოებით 60-დან 70-მდე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა , რა დროსაც 16 ადამიანმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო, 9 მიგრანტის მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა რომ 7 მათგანის “წითელი ჯვრის” საავადმყოფოში, ხოლო ორის “აგლაია კირიაკუს” ბავშვთა საავადმყოფოს პირველადი დახმარების სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ.

საბერძნეთს მიგრანტების და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მალაკასას მიგრანტთა ცენტრში არსებული პირობების და მიგრაციის სამინისტროს მოხელეთა მიერ განაცხადების განხილვების ვადების დარღვევების და საბუთების არ გაცემის გამო საერთაშორისო და ევროპულ სტრუქტურებში მალაკასას მიგრანტთა მიმღები ცენტრის გახსნის დღიდანვე უჩივიან და აკრიტიკებენ.

მომხდარ ფაქტზე ოროპოს პოლიციის განყოფილებამ საქმე აღძრა და ძიება დაიწყო.

წყარო : cnn greece.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments