ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeმთავრობაEmbassy Newsალექსანდრე მაისურაძე ავსტრიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს

ალექსანდრე მაისურაძე ავსტრიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ავსტრიაში ახალი ელჩი დაინიშნა – შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

საქართველოს დიპლომატიურ მისიას დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატი ალექსანდრე მაისურაძემ უხელმძღვანელებს, რომელიც 2012-2015 წლებში ავსტრიაში საქართველოს დესპანის თანამდებობას იკავებდა.

ავსტრიაში ახალი ელჩის ბიოგრაფია :

ალექსანდრე მაისურაძე დაიბადა 1973 წლის 6 სექტემბერს, თბილისში .

განათლება:1995-1998 – საქართველოს დიპლომატიური აკადემია (წარჩინებით);

1998 – ინტენსიური ენის კურსი ნევადის უნივერსიტეტი, აშშ;

1998 – ჯორჯ ს. მარშალის ევროპული უსაფრთხოების ცენტრი, კურსი – ლიდერები 21-ე საუკუნისთვის, გარმიშ-პარტენკირხენ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;

1990-1995 – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (წარჩინებით);

2002 – ნატოს თავდაცვის კოლეჯი (IPOC);2003 – ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი ევროპული უსაფრთხოების კურსი, ქ. ჟენევა, შვეიცარიის კონფედერაცია.სამუშაო გამოცდილება:

1998-2000 – უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს ატაშე;

1999-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს მეორე მდივანი;

2000-2002 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2002-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლისა და ახალი საფრთხეების სამმართველოს უფროსი;

2005-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2006-2008 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;

2008-2012 – ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე;

2012-2015 – ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments