ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeმთავრობაEmbassy Newsესპანეთის მეფემ ქართველი ელჩი ოფიციალური ცერემონიით მიიღო

ესპანეთის მეფემ ქართველი ელჩი ოფიციალური ცერემონიით მიიღო

2025 წლის 30 აპრილს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში გაიმართა.ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს და ორმხრივი მზაობა გამოიხატა საქართველოსა და ესპანეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. მეფემ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს თავისი მანდატის განხორციელებაში. თავის მხრივ, ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა დაადასტურა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი და მზაობა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments