Monday, February 23, 2026
Google search engine
Homeსახელმწიფომთავრობააპრილში საქართველოს მიგრაციის პოლიციამ 96 არალეგალი ქვეყნიდან გააძევა.

აპრილში საქართველოს მიგრაციის პოლიციამ 96 არალეგალი ქვეყნიდან გააძევა.

აპრილის თვეში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხდება ცნობილი , სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა.უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოდან გაძევებულ იქნა – ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის – ჯამში 96 მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments