Monday, February 23, 2026
Google search engine
HomeმთავრობაEmbassy Newsდამოუკიდებლობის დღე პოლონეთში

დამოუკიდებლობის დღე პოლონეთში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები. ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა. ვარშავაში ქართული კულტურის დღეებს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო, მან სიტყვით მიმართა შეკრებილ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სრულიად საქართველოს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments