ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსახელმწიფომთავრობაირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ, ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა ჩვენს...

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ, ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ

ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ, ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას და ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან.

„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ, ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც დიასპორის წარმომადგენელთა ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს ეძღვნება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას, ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი“, – განაცხადა პრემიერმა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments