Monday, February 23, 2026
Google search engine
Homeსახელმწიფომთავრობაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან შესახვედრად მივიდა

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან შესახვედრად მივიდა

ირაკლი კობახიძე შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებენ.

მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკის განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შაორის ბანაკი გერმანიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან და კანადიდან ჩამოსულ ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში ჩაერთონ. მათთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

2025 წელს შაორის ბანაკი, ჯამში, 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments