ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
HomeE-მიგრანტირა სახის საკითხებზე შეიძლება მიიღოს მოქალაქემ უფასოდ კონსულტაცია საკონსულოში.

რა სახის საკითხებზე შეიძლება მიიღოს მოქალაქემ უფასოდ კონსულტაცია საკონსულოში.

საკონსულო სამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა. კონსულტაცია გაეწევა როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. კონსულტაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კონსულტაციის მიზანია, დახმარება გაუწიოს მოქალაქეს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სრულად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზაცია და მარტივად გაიაროს ადაპტაცია.საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს მოქალაქეს გაუწიოს კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:

  • ადგილსამყოფელი სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობა სოციალური დაცვის, სამედიცინო დახმარების, შრომითი საკითხების, მიგრაციის და ასევე, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ;
  • ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული იურიდიული (საადვოკატო) ბიუროების, ქართული ენის თარჯიმნების, ქართული სკოლების, სათვისტომოებისა და ეკლესიების ადგილმდებარეობის თაობაზე.

საკონსულო სამსახური უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს  გაუწიოს კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:

  • საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციის პროცედურები;
  • საქართველოში მოქმედი გადასახადების შესახებ (მათ შორის საბაჟო);
  • საქართველოში უძრავი ქონების შეძენისა და რეგისტრაციის პროცედურები;
  • საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში მიგრაციის საკითხები;
  • საქართველოში დამკვიდრებული ჩვეულებები და ტრადიციები.

 

მომსახურება  უფასოა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments