ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსაზოგადოებაძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა.

ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა.

ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა.

გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი – ლომერ ჟორჟოლიანი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა, უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან პატრულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.
ამავე თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში გამოსულია ათასობით ადამიანი ლოზუნგით #ნუმომკლავ! სწორედ ამ დროს, მწვრთნელმა სცადა სპორტსმენების მოკვლა.

დროა, დასრულდეს ეს განუკითხაობა, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩადენილი დანაშაული და ამ ფაქტს მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან.
info: ნინო ჯღარკავა

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments