ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeსახელმწიფოლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩი სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვა

ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩი სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვა

საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისისმა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი „სამი ვარსკვლავის ორდენით“ დააჯილდოვა. 

დაჯილდოების შემდეგ, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

რაიმონდს ვეიონისისმა მადლობა გადაუხადა ელჩს ლატვიაში გაწეული ხუთწლიანი საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა. თეიმურაზ ჯანჯალიამ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments