ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeდიასპორის ხმაგანცხადებამთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას

მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას

მთავრობა ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვა.

„შესაბამისად, მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით პრიორიტეტული როლი მიენიჭება ქართული ენის შესწავლის კურსებს.

„ამ მხრივ, ჩვენ ძალიან მასშტაბურ აქტივობებს ვგეგმავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments