ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
No menu items!
Google search engine
Homeთურქეთითურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა

თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა

„სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია,“ – ამის შესახებ ინფორმაციას  ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ადასტურებს. მათი ინფორმაციით, დაშავებულები სამსუნის ორ საავადმყოფოში არიან განთავსებულნი და გენერალური საკონსულო სამედიცინო დაწესებულებებთან პირდაპირ კავშირზეა.

„დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სამსუნის ორ საავადმყოფოში – სამსუნის სამეცნიერო-კვლევით საავადმყოფოსა და სამსუნის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკაში არიან განთავსებულნი. გენერალური საკონსულო პირდაპირ კავშირზეა სამედიცინო დაწესებულებების მკურნალ ექიმებთან და აკონტროლებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, ქალაქ ქავაკიდან სამსუნში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -
Google search engine

Most Popular

Recent Comments